|
2020-04-08 19:23:22, 1218 ნახვა
საზოგადოება
„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ სიურპრიზი კარანტინში განთავსებულ სტუმრებს
COVID-19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სასტუმრო საზღვარგარეთიდან ჩამოსულ ქართველ მოქალაქეებს კარანტინისთვის 14 დღის განმავლობაში მასპინძლობს. ერთ-ერთი ასეთი სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი გახლავთ. მათ, ვინც 5-ვარსკვლავიან სასტუმროში 2 კვირა თვითიზოლაციაში დაჰყოფს, ნამდვილად გაუმართლათ. კომფორტისა და ძველი თბილისის ხედებით ტკბობისას დრო ალბათ მალე გადის და, შესაბამისად, თვითიზოლაციაც უფრო მარტივი ხდება. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში, „შერატონ გრანდი“ თავის სტუმრებს სხვადასხვა სიურპრიზებით ანებივრებს.
გუშინ, ჩვეული ვახშმის მოლოდინში, სტუმრებს სპეციალურად მათთვის მოწვეულმა ცნობილმა შეფ-მზარეულმა, გურამ ბაღდოშვილმა, სასტუმროს ხმოვანი სისტემის საშუალებით მიმართა, ამცნო, რომ მათ ვახშამს სწორედ ის მოუმზადებდა და სტუმრებს ჯანმრთელობა უსურვა. „მე მჯერა, რომ გემრიელი კერძი კარგი განწყობის გარანტი ნამდვილად არის, ყველას ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ“, აღნიშნა გურამ ბაღდოშვილმა. შეფ-მზარეულმა ვახშამი თავისი იმპროვიზაციით მოამზადა და დამსახურებული კომპლიმენტებიც დისტანციურად მიიღო. როგორც ჩანს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ კარანტინის პირობებშიც კი ახერხებს იზრუნოს სტუმრების განწყობაზე და ნამდვილად იყოს მსოფლიოს თავშეყრის ადგილი.
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)