|
2015-08-11 10:39:25, 604 ნახვა
საზოგადოება
სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით სამარშრუტო ტაქსების მარშრუტი იცვლება
უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით დღეს, 18:00 საათიდან გზებზე დაწესებული შეზღუდვების გამო ავტოტრანსპორტის მარშრუტი იცვლება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სტადიონ ,,დინამო არენაზე”ფეხბურთის მატჩის ჩატარებასთან დაკავშირებით, გადაიკეტება მ/ს “წერეთლიდან” თამარ მეფის გამზირამდე არსებული გზის მონაკვეთები (წერეთლის გამზირი, ცაბაძის ქ.,წინამძღვრიშვილის ქ., დავით აღმაშენებლის გამზირი). აღნიშნულიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსები ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ. № 6, 31, 40, 89, 109, 111, 148 სამარშრუტო ტაქსები - აკაკი წერეთლის გამზირიდან თამარ მეფის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: აკაკი წერეთლის გამზირი - ქუთაისის ქ. - მარცხენა სანაპირო - გენერალ კვინიტაძის ქ. - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით. უკუ მიმართულებისას, მოძრაობისას თამარ მეფის გამზირიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: თამარ მეფის გამზირი - მარცხენა სანაპირო (თამარ მეფის პანდუსთან ჩახვევით, კინოსტუდიის მხრიდან) - ვახუშტი ბაგრატიონის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით. № 32, 41, 51, 85, 102, 108, 133, 141 სამარშრუტო ტაქსები აკაკი წერეთლის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: აკაკი წერეთლის გამზირი - ქუთაისის ქ. – ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - სააკაძის მოედანი (მობრუნება პატარა წრეზე) - მარჯვენა სანაპირო - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით. უკუ მიმართულებისას, მოძრაობისას გმირთა მოედნიდან აკაკი წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებენ: გმირთა მოედანი – თამარ მეფის გამზირი - გენერალ კვინიტაძის ქ. – მარცხენა სანაპირო - ვახუშტი ბაგრატიონის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით. №195, 204 სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერება იქნება მ/ს ,,წერეთელთან” ნაცვლად ეროვნული სტადიონისა და დეზერტირის ბაზრისა. დანარჩენი სამოძრაო სქემა იგივე დარჩება. №10 სამარშრუტო ტაქსი აკაკი წერეთლის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებს: აკაკი წერეთლის გამზირი - ქუთაისის ქ. – ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - სააკაძის მოედანი (მობრუნება პატარა წრეზე) - მარჯვენა სანაპირო - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით. უკუ მიმართულებით მოძრაობისას სააკაძის მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებს: სააკაძის მოედანი - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი, ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით. №66 სამარშრუტო ტაქსი ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან მარჯანიშვილის მოედნის მიმართულებით მოძრაობას გააგრძელებს: ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - მარცხენა სანაპირო - გენერალ კვინიტაძის ქ. - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით. უკუმიმართულებისას მოძრაობის სქემა არ იცვლება. № 124, 220 სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის სქემა სადგურის მოედნიდან საბურთალოს მიმართულებით არ იცვლება. უკუ მიმართულებით მოძრაობისას, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან სადგურის მოედნის მიმართულებით იმოძრავებენ: სააკაძის მოედანი - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - მარცხენა სანაპირო - გენერალ კვინიტაძის ქ. - თამარ მეფის გამზირი – სადგურის მოედანი. №142 სამარშრუტო ტაქსის მარშრუტი წრიულია და წინამძღვრიშვილის ქუჩიდან გამოსვლისას, ნაცვლად თევდორე მღვდლის ქუჩისა იმოძრავებს: თამარ მეფის გამზირი - მარცხენა სანაპირო (ჩახვევა თამარ მეფის ხიდთან, კინოსტუდიის მხრიდან) - ვახუშტი ბაგრატიონის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით. №145 სამარშრუტო ტაქსის მარშრუტი წრიულია და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას გაივლის: მიხეილ ჯავახიშვილის ქ. - წინამძღვრიშვილის ქ. - თამარ მეფის გამზირი - მარცხენა სანაპირო (ჩახვევა თამარ მეფის ხიდთან, კინოსტუდიის მხრიდან) – ვახუშტი ბაგრატიონის ქ. - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით. №167 სამარშრუტო ტაქსის აკაკი წერელის გამზირიდან მარცხენა სანაპიროზე მოხვდება ქუთაისის ქუჩის გავლით ნაცვლად მეტრეველის, ყიფიანის და გიორგი ცაბაძის ქუჩებისა. უკუ მიმართულებით მოძრაობისას მარცხენა სანაპიროდან წერეთლის გამზირზე შევა ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან. №169 სამარშრუტო ტაქსი აგლაძის ქუჩიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, ყიფიანის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს: ქუთაისის ქ. - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი - სააკაძის მოედანი (მობრუნება პატარა წრეზე) - მარჯვენა სანაპირო - თამარ მეფის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით. უკუ მიმართულებით მოძრაობისას სააკაძის მოედნიდან მოძრაობას გააგრძელებს: სააკაძის მოედანი - ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი, ქუჩა - აკაკი წერეთლის გამზირი - შემდეგ იგივე სქემით.
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)