|
2015-08-11 09:58:25, 12791 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა სამოქალაქო თავდადებისათვის 4 შინდისელი დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამოქალაქო თავდადებისათვის 4 შინდისელი დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯილდო „სამოქალაქო თავდადებისათვის“ გადაეცათ ბადრი (ახმეტა) ხუციშვილს, შალვა კვინიკაძეს, ილია კვინიკაძეს და ნუკრი ლაგორაშვილს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში, მტრის პატრულირების მიუხედავად, საკუთარი სიცოცხლის ფასად შინდისის გმირები გადაარჩინეს. პრეზიდენტმა ასევე გვირგვინით შეამკო 2008 წლის აგვისტოში სოფელ შინდისთან დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალი. გორის რაიონის სოფელ შინდისში დაჯილდოების ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. ცნობისთვის, შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს II ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა. საბრძოლო შეტაკების ადგილზე გმირთა მემორიალია აღმართული.
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)