|
2020-03-31 18:28:06, 1172 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილემ სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს ნობათები გადასცა
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროს გელა ჩივიაშვილთან ერთად, ორხევში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს ნობათები გადასცა. მოქალაქეთა დასახმარებლად დედაქალაქის მერიის მიერ წარმოებული კამპანიის ფარგლებში, ინდუსტრიული ჰოლდინგი „აი ჯგუფის“ მიერ შეგროვებული ნობათი არამალფუჭებად პროდუქტსა და საყოფაცხოვრებო მოხმარების პირველად საშუალებებს მოიცავს. „ორხევში მდებარე სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ 71 ოჯახს არამალფუჭებადი პროდუქტი გადავეცით. მინდა, მადლობა გადავუხადო „აი ჯგუფს“, რომელმაც სოციალური პასუხისმგებლობა აიღო და სხვადასხვა პროდუქტით გვეხმარება. მსგავსი ტიპის აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. თბილისის მერია სოციალური საცხოვრისებისთვის დახმარებას მომავალშიც განაგრძობს. შემდეგში ნობათებს ვარკეთილისა და დიდი დიღმის სოციალური სახლების ბინადარი 64 ოჯახი მიიღებს.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)