04:35 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-31 10:33:53, 1081 ნახვა

საზოგადოება
უფასო ონლაინ კურსი მეწარმეებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მეწარმეებისთვის უფასო ონლაინ კურსებს იწყებს, რომლის ფარგლებშიც მეწარმეებს საშუალება ექნებათ, შექმნან თავიანთი ბიზნესის მხარდამჭერი ონლაინ პლატფორმები, გაეცნონ მათი მართვის ძირითად ფუნქციებსა და აუდიტორიასთან მუშაობის პრინციპებს. ასევე  გამოიყენონ Google სერვისები და თავიანთი პროდუქტი თუ მომსახურება განათავსონ ადგილობრივ და საერთაშორისო პლატფორმებზე.

ონლაინ კურსი 2020 წლის 31 მარტს დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ტრენინგები ჩატარდება ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს 14:00 საათზე.

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე https://bit.ly/2WBGFdD ან გაწევრიანდეთ ფეისბუქ ჯგუფში https://www.facebook.com/groups/interneti/

პროექტი ხორციელდება  პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისთვის“  ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ელექტრონული კომერციის დონის ამაღლება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics