16:13 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-30 16:14:59, 1375 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი ოპოზიციის წევრების განცხადებაზე - ეს არის სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა დესტრუქციული ძალის მიერ

 „ეს არის გარკვეულწილად სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა დესტრუქციული ძალის მიერ",-ასე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.

მისი თქმით, მცდელობის მიუხედავად მათ ვერ შეძლეს ვერც  სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა და ვერც საზოგადოების დაპირისპირება ხელისუფლებასთან.

„რაც შეეხება ოპონენტების საქმიანობას, მათ პატარა, მცირე რეპეტიცია გაიარეს ზუგდიდში, თუმცა, რეაგირება მათ დაგეგმილ აქციაზე საკმაოდ უარყოფითი იყო და ვერ შეძლეს ვერც სამოქალაქო საზოგადოებაში დაპირისპირების გამოწვევა და ვერც იმ შეკრებილი საზოგადოების დაპირისპირება ხელისუფლებასთან. ეს არის გარკვეულწილად სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა დესტრუქციული ძალის მიერ, როდესაც მთავარი სტრატეგიული პოზიცია არის ხალხის ზურგს უკან ამოფარება და მთავარი იარაღი არის კორონა ვირუსის საშიშროება. ახლა კიდევ აპირებენ ასეთ აქციებს და მე შევაფასებდი ამას ძალიან მოკლედ, ამ ორი კომპონენტით ცდილობენ, რომ დესტრუქციული პროცესები განავითარონ საქართველოში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics