|
2020-03-30 15:09:25, 1361 ნახვა
საზოგადოება
თამაზ ნავერიანი - კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას ეცდება ჩვენს მრავალეთნიკურ რეგიონში
კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას ეცდება ჩვენს მრავალეთნიკურ რეგიონში - ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის წევრის, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა განაცხადა. მისი თქმით, არიან ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ მავნებლურად გამოიყენონ კოვიდ 19-თან დაკავშირებით შექმნილი მძიმე ვითარება, შესაბამისად, სოციალურ ქსელსა თუ სხვა სივრცეებში ეთნიკური, კუთხური და კულტურული თავისებურებების ნიშნით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და აღვივებენ კონფლიქტს ამ მძიმე სიტუაციაში. „28 600-ზე მეტი გარდაცვლილი და 622 ათასამდე ინფიცირებული – ასეთია „კოვიდ 19"-ის პანდემიის ახლანდელი მონაცემები მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი სახელმწიფო წარმატებით ებრძვის ვირუსის გავრცელებას. ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი და თავგანწირვა სამაგალითოა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის. ასეთ დროს სახელმწიფოს სჭირდება ერთიანობა, კანონმორჩილება და ექიმების ინსტრუქციების გათვალისწინება. ჩვენივე უსაფრთხოებისთვის კარანტინშია მარნეულის მუნიციპალიტეტი, რომლის დეპუტატიც გახლავართ მე. მივმართავ იმ ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ მავნებლურად გამოიყენონ ეს მძიმე ვითარება, სოციალურ ქსელსა თუ სხვა სივრცეებში ეთნიკური, კუთხური და კულტურული თავისებურებების ნიშნით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ, სიძულვილის ენით ესაუბრებიან ერთმანეთს, აღვივებენ კონფლიქტს ამ მძიმე სიტუაციაში, როცა ისედაც ყველა აღელვებულია. მივმართავ მათ, რომ შეწყვიტონ ეს გამიზნული თუ გაუმიზნავი ბოროტმოქმედება. გარწმუნებთ, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას ეცდება ჩვენს მრავალეთნიკურ რეგიონში. მე ვარ ყველა მარნეულელის დეპუტატი, განურჩევლად რელიგიისა თუ ეროვნებისა, ყველა მოქალაქის დეპუტატი, რომელიც აქ ცხოვრობს. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ აგრესიული გამონათქვამებისა და შეურაცხყოფების გავრცელებისგან, ამით ხელს უწყობთ იმ ადამიანების მავნებლურ ქმედებას, რომლებიც ცდილობენ რეგიონში სიტუაციის დაძაბვას. ჩემო ძვირფასო მარნეულელებო, აუცილებლად დავძლევთ ამ ეპიდემიას. შევასრულოთ ექიმების ინსტრუქციები. დავემორჩილოთ კანონს.
დარჩით სახლში. ჩვენ 24 საათიანი რეჟიმით ვმუშაობთ თქვენთვის. ყველაფერი იქნება კარგად, თუ ყველა ჩვენგანი დაემორჩილება კანონს", - მიმართავს თამაზ ნავერიანი მოსახლეობას ფეისბუკგვერდის მეშვეობით.
https://www.facebook.com/290314341333565/posts/1081329762232015/
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)