09:56 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-26 09:45:08, 2181 ნახვა

კომენტარი
კარლ ჰარცელი - საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს

საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის ვიდეო მიმართვაშია ნათქვამი.

ევროკავშირის ელჩი COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს ძალისხმევას ეფექტურად აფასებს და საზოგადოებას ერთმანეთის გაფრთხილებისკენ მოუწოდებს.

"მე ახლა სახლიდან გესაუბრებით. დღეს უპრეცედენტო პერიოდია, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ სამყარო თავდაყირა დააყენა. ამ გამოწვევაზე მარტივი პასუხები არ არსებობს. ჩვენ, ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა ეს ალბათ სხვებზე უკეთ ვიცით იტალიიდან და ესპანეთიდან მიღებული მონაცემები ამის დასტურია. ამ კონტექსტში მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას და საქართველოს პოლიტიკოსებს სწორი გზისა და მიდგომის არჩევა, რაც ადრეულ და აქტიურ მოქმედებაში გამოიხატა. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოსახლეობას, რომელიც მხარს უჭერს მთავრობის ასეთ გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ მოვალეობებს ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.

აღფრთოვანება მინდა გამოვხატო სამედიცინო სფეროს მუშაკების, ექიმების, ექთნების, სამართალდამცველების, მესაზღვრეებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ამ დღეებში დაუღალავად შრომობს მოქალაქეთა უსაფრთხოებისათვის. მიმაჩნია, რომ საქართველო საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ვყოფილიყავი ამ რთულ დროს. თავს გაუფრთხილდით და გააგრძელეთ ერთიანი ძალისხმევა", - აცხადებს კარლ ჰარცელი.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არ გამოგრჩეთ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალი ეპიზოდი 16 ივნისს YouTube-ზე - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
განათლების სამინისტროს ცნობით, სასულიერო პირები საჯარო სკოლებში კლუბებს ხსნიან
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანს 300 მილიონ დოლარს არ გადაუხდის
პაველ დუროვი - თუ სოციალური მედია აიკრძალება, მოზარდები იძულებულნი იქნებიან VPN-ებზე გადავიდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics