14:22 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 11:56:10, 1532 ნახვა

საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტი - მსხვილ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მაოდგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე ჩინური კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა. 

შეხვედრის მთავარი თემა, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან ერთად შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესრულება იყო.

„ჩვენ დღეს შევხვდით მეგა პროექტებზე მომუშავვე ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს, მათგან მოვისმინეთ თუ როგორ ასრულებენ კომპანიები ახლად დაწესებულ რეკომენდაციებს და ვისაუბრეთ ახალი კორონავირუსული ინფექციის გამო არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებზე. ასევე, განვიხილეთ კომპანიების საჭიროებები ამ კუთხით, რომელთა აღმოფხვრაშიც სახელმწიფო აქტიურად ჩაერთვება“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვეულ რეჟიმში, გეგმა-გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და სამუშაოები არ შეჩერდება. როგორც ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, შეხვედრის ფარგლებში, პროექტების სამომავლო განვითარების საკითხი დეტალურად განიხილეს და სამუშაოები ჩამორჩენის გარეშე გაგრძელდება. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics