|
2020-03-23 16:12:24, 1289 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლის“ და „სმარტის“ თანამშრომლებს „ევექსი კლინიკების“ ოჯახის ექიმები COVID-19 ვირუსის გარცელების პრევენციის რეკომენდაციებს გაუწევენ
„ევექსი კლინიკები“ საინფორმაციო და სამედიცინო მხარდაჭერას უცხადებს იმ დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის დროს 24 საათის განმავობაში, უწყვეტ რეჟიმში უწევენ მომსახურებას მომხმარებლებს. შესაბამისად, დღეიდან დაიწყო “ვისოლის“ და „სმარტის“ თანამშრომლების ჯანმთელობის მდგომარეობის შემოწმება და COVID-19 ვირუსის პრევენციის შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. „ევექსი კლინიკების“ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში შეიქმნა გადამზადებული ოჯახის ექიმების ჯგუფი. პროექტის ფარგლებში ექიმები მიდიან სხვადასხვა კომპანიებში, ამოწმებენ მათი თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას და პასუხობენ მათ კითხვებს. ასევე გასცემენ კორონავირუსისგან თავის დასაცავ რეკომენდაციებს. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, მოვიდეთ ადგილზე და გავუწიოთ კონსულტაცია ყველა იმ კომპანის თანამშრომლებს, რომელთაც მომატებული რისკის ქვეშ უწევთ მუშაობა. „ევექსი კლინიკების“ მოძრავი კლინიკით „ევექსმობილით“ გადამზადებული ექიმების ჯგუფი, სამუშაო ადგილზევე მოახდენენ თანამშრომლების შემოწმებას,“ აცხადებენ „ევექსი კლინიკების“ წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ “ვისოლ ჯგუფი” ითვალისწინებს თავის წილ პასუხისმგებლობას და უზრუნველყოფს თანამშრომლებს შესაბამისი ეკიპირებით. ასევე ითვალისწინებს ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს და ოფისების ძირითადი ნაწილი გადასულია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე. ჯგუფი რეგულარულად ახორციელებს ობიექტების დეზინფექციას და საჭირო აღჭურვილობითა და სადეზინფექციო ხსნარებით ცდილობს დაიცვას როგორც მომხარებელების, ისე პერსონალის ჯანმრთელობის უსაფრთხოება.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)