11:40 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-23 13:36:59, 1364 ნახვა

კომენტარი
თურნავა - ბოლნისსა და მარნეულში ფუნქციონირებას გააგრძელებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საწარმოები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ფუნქციონირებას გააგრძელებენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საწარმოები.

მინისტრის თქმით, იმ საწარმოების სრული სია, რომელიც აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში გააგრძელებენ ფუნქციონირებას დღეს გახდება ცნობილი.

„ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ეკონომიკურ ნაწილს რაც შეეხება, მოგეხსენებათ, დროებით საგანგებო კარანტინის მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე ჩერდება ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობა, კონკრეტულად ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში. გარდა ისეთი საქმიეანობისა, რომელიც დაკავშირებულია სასურსათო და მედიკამენტებით უზრუნველყოფასთან. თუმცა, ამავდროულად ჩვენ და ჩემს კოლეგებს, ეკონომიკურ გუნდს აქვს დავალებული, რომ დღის ბოლომდე კონკრეტული ჩამონათვალი მოვამზადოთ, თუ რომელი საწარმოები აგრძელებენ ფუნქციონირებას. ამასთან, შემიძლია გითხრათ, რომ შეუფერხებლად გააგრძელებენ ფუნქციონირებას გარკვეული დადგენილების წესების დაცვით ის საწარმოები, რაც დაკავშირებულია კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან. ეს არის ენერგეტიკა, სპა მომარაგება, გაზის მომარაგება. გააგრძელებენ სამრეწველო საწარმოები ფუნქციონირებას. მათ შორის, წიაღისეულის ყოველგვარ გადამუშავებასთან დაკავშირებული საწარმოები. რა თქმა უნდა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებასთან დაკავშირებული საწარმოებიც გააგრძელებენ ფუნქციონირებას და უფრო დეტალური ჩამონათვალი დღეს გამოქვეყნდება. ასევე, არანაირი შეფერხება არ ექნება მედიცინას და ყველა სხვას, რაც დაკავშირებულია კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეხანძრე-მაშველებმა 2 ივნისის ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
პაპუაშვილი - ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის პრინციპს
ორი კვირის შემდეგ მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ირანულმა გემებმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადის ზონაში გადასვლა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics