15:21 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-22 20:22:33, 1223 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავა - 70 წელს გადაცილებულ, მარტოხელა პენსიონრებს ხვალიდან პირბადეები დაურიგდებათ

ხვალიდან, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონრებს პირბადეებს დავურიგებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნვამ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ რეკორდულად მოკლე დროში და ძალიან სწრაფად შეძლო პირბადეების ადგილობრივი წარმოების დაწყება.
„ ეს წარმოება უკვე გამართულია და პროგრამაში საკმაოდ ბევრი სამკერვალო ქარხანაა ჩართული.  როგორც კი ნედლეულის რითმულ მიწოდებას ავაწყობთ, რაც ასევე პრობლემაა, რადგან ქვეყნები უფრთხიან ნედლეულის გატანას, ჩვენ უკვე შევძლებთ, მასობრივი წარმოების დაწყებას. თუმცა, რასაც დღეს ვაწარმოებთ კონკრეტული შეთანხმებული პრიორიტეტებით, ვანაწილებთ იმ კატეგორიებზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. პირველ ეტაპზე, პირბადეები 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონრებს დაურიგდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ უკვე შემდეგ, ეტაპობრივად დარიგდება იმ კატეგორიაზე, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო ხშირად უწევს სხვა ადამიანებთან შეხება, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვისაც.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics