10:36 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-07 15:29:36, 372 ნახვა

პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი აფხაზეთის რკინიგზაზე: ახლო მომავალში, იქ მატარებლის გავლის მოლოდინი არ არსებობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, აფხაზეთის რკინიგზაზე რუსი სახმედროების მიერ გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას აზრი არ აქვს.

რადგან, როგორც მინისტრი აცხადებს, არ არსებობს მოლოდინის საფუძველი, ახლო მომავალში, იმ მონაკვეთში მატარებელმა გაიაროს. 

„უცნაურია, რომ აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა არარსებული რკინიგზის დასუფთავება დაიწყეს. ამგვარ სამუშაოებს მაშინ აქვს აზრი, როცა არსებობს მოლოდინი ან  მოლოდინის საფუძველი მაინც, რომ იქ ახლო მომავალში მატარებელი გაივლის. ამ შემთხვევაში კი ასეთი საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა ზაქარეიშვილმა. 

მისივე თქმით, რკინიგზის თემის წამოწევა იგივეა, რაც ბანერებისა და მავრთულხლართების განთავსება. 
ზაქარეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის მხრიდან  ამგვარი პროქტები ქართულ საზოგადოებაში დაძაბულობას არ შექმნის. 

„შესაბამისად, ამ თემის წამოწევის მიზანი იგივეა, რაც ბანერებისა და მავთულხლართების განთავსებისა - იყოს ქართული საზოგადოების ნაწილი მუდმივი რეაგირების რეჟიმში.  საქართველოს წინააღმდეგ რუსეთს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა არარსებული პროექტების რეანიმაციისა. იმედია, ქართული საზოგადოების ნაწილი ამჯერად მიხვდება, რომ ამგვარი პროექტები ფუჭია და ვერ მიაღწევს ქართულ საზოგადოებაში დაძაბულობის შექმნას“, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

ცნობისთვის, აფხაზეთის რკინიგზის ოჩამჩირე–ენგურის მონაკვეთს რუსი სამხედროები წმენდენ.
ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. სარკინიგზო სამმართველოს უფროსის მოადგილემ იგორ მარღანიამ განაცხადა.

აფხაზეთის ე.წ. სატრანსპორტო სამმართველოს უფროსის ზურაბ ხაჯიმბას განცხადებით, რკინიგზა იწმინდება, რათა აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მოძრაობა აღდგეს.

მისივე თქმით, გაწმენდით სამუშაოებზე დაახლოებით 800 რუსი სამხედრო მუშაობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics