15:21 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 19:40:05, 1188 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: საგანგებო მდგომარეობის დროს, სურსათის სარეალიზაციო ობიექტები სტანდარტულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას

"სურსათის სარეალიზაციო ობიექტები მუშაობას აგრძელებენ სტანდარტულ რეჟიმში. მათი სამუშაო საათები არ მცირდება, ობიქტები არ იკეტება", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სურსათის შეძენას მოსახლეობა იმავე პირობებით გააგრძელებს, როგორც ამას საგანგებო მდგომარეობადე აკეთებდა.

„მინდა საგანგებოდ გავაკეთო განმარტება სავაჭრო ქსელებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით; მოსახლეობის განსაკუთრებული სიჭარბეა სურსათის სარეალიზაციო ობიექტებში. საგანგებო ვითარების გამოცხადება, როგორც პრემიერმაც განმარტა, მოსახლეობას არ უზღუდავს სურსათის შეძენის მიზნით გადაადგილებას. სურსათის შეძენას მოსახლეობა იმავე პირობებით გააგრძელებს, როგორც ამას საგანგებო მდგომარეობადე აკეთებდა. სურსათის სარეალიზაციო ობიექტები მუშაობას აგრძელებენ სტანდარტულ რეჟიმში. მათი სამუშაო საათები არ მცირდება, ობიქტები არ იკეტება.

აღნიშნულმა სავაჭრო ობიქტებმა უნდა გაითვალისწინონ სანიტარიული და ჰიგიენური რეკომენდაციები, რომელიც მთავრობამ გამოსცა და შემდეგ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააზუსტა. ასევე არსებობს შიდა სტანდარტებიც, რომელთა აღსრულება სავალდებულოა.

სურსათის მიწოდების კუთხით, არათუ წყვეტა, არამედ შეფერხებაც არ იქნება; მთავარია სავაჭრო ქსელებში ხელოვნურად არ შევქმნათ  პრობლემები.

მოსახლეობამ და სავაჭრო ქსელების ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ადამიანებს შორის დისტანცია იყოს 1,5 მეტრი, არ შევქმნათ რიგები.

პროდუქციაზე სრულიად უსაფუძვლო პანიკური მოთხოვნის გამო ხალხმრავლობა სავაჭრო ქსელებში, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში სრულიად გაუმართლებელია.

ქვეყანაში სურსათის დეფიციტი არ იქნება. დღეს ყველაზე მთავარია დავიცვათ წესები და მაქსიმალურად შევამციროთ ვირუსის გავრცელება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics