15:21 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 18:07:51, 1331 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: საგანგებო მდგომარეობა სურსათის შეძენას აბსოლუტურად არ ზღუდავს

„ჩვენს ქვეყანაში კომენდანტის საათი არ შემოდის, არავის გადაადგილება არ იზღუდება. საცალო ქსელები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, ასე რომ, სურსათის შეძენა აბსოლუტურად არ იზღუდება“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მარაგების კუთხით ქვეყანა სრულად უზრუნველყოფილია.

„ის რაც დღეს ხდება სასურსათო მაღაზიებში ყოვლად მიუღებელია, ეს პრობლემას უქმნის თვითონ სუპერმარკეტის წარმომადგენლებს. დახლზე შეიძლება რამდენიმე პროდუქტი გარკვეული საათების განმავლობაში უბრალოდ არ იყოს, რასაც საფუძველი არა აქვს, რადგან მოწოდების და მარაგების კუთხით სრულად უზრუნველყოფილი ვართ. ეს შექმნის პრობლემებს უშუალოდ მოსახლეობისთვის, ასეთი ხალხმრავლობის პირობებში ჩვენ ვზრდით ეპიდემიოლოგიურად რისკებს. უბრალოდ მოგიწოდებთ, რომ სოლიდარულები ვიყოთ და მშვიდ რეჟიმში გავაგრძელოთ სურსათის შეძენა ისე, როგორც ამას ვაკეთებდით წინა დღეებში“. - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის დავალებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქტიური მუშაობის შედეგად  ქვეყანაში სურსათის მომარაგების კუთხით შეფერხება არ იქნება. მარაგები საკმარისია, გახსნილია ლარსის საბაჟო პუნქტიც და სურსათი შემოდის ჩვეულ რეჟიმში.

„მოსახლეობისთვის მგრძნობიარე სურსათის სახეობებზე - 9 პროდუქტზე, შევიმუშავეთ ფასები დაზღვევის მექანიზმი. გვქონდა შეხვედრა ფაქტობრივად ყველა სექტორთან და იმ 9 პროდუქტთან ერთად, არ გაიზრდება პურის ფასიც. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ  გარანტირებული იქნება სურსათის მიწოდება ქვეყანაში და პანიკის საფუძველი არ არსებობს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics