13:18 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 16:30:25, 1313 ნახვა

კომენტარი
ჯაფარიძე ეკლესიაში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვაზე - მთავრობა რეალურად არ დაპირისპირებია სააპატრიარქოს და ეს წინასწარი შეთანხმებაა

„გირჩის“ ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, 10 ადამიანზე მეტის ადამიანის ერთად შეკრების აკრძალვით, მთავრობა რეალურად არ დაპირისპირებია სააპატრიარქოს და ესაა წინასწარი შეთანხმება.

მისი თქმით, საპატრიარქომ გუშინდელი გადაწყვტილებით აჩვენა, რომ მათი რწმენა ურყევია, ხოლო დღევანდელი შეზღუდვით მთავრობამ შემოვლითი გზით მოახერხა ხალხმრავლობის აღკვეთა და კორონავირუსის გავრცელების პრევენცია. მისი თქმით, ეს მთავრობასა და საპატრიარქოს შეთანხმების ნაწილი იყო.

„ყველა ზომას, რომელიც გათვალისწინებულია საგანგებო მდგომარეობით, მთავრობა ისედაც ახორციელებდა. ერთადერთი სიახლე - 10 ადამიანზე მეტის ერთად შეკრების აკრძალვაა. გასაგებია, რომ ეს ზომა კონკრეტულად ეხება საპატრიარქოს საჯარო პოზიციას უცვლელად ჩაატაროს აღდგომის წირვის ხალხლმრავალი რიტუალი. ისიც გასაგებია, რომ მთავრობა რეალურად არ დაპირისპირებია სააპატრიარქოს და ესაა წინასწარი შეთანხმება - საპატრიარქომ მოახდინა დემონსტრირება, რომ მათი რწმენა ურყევია, ხოლო ხელისუფლებას მისცა თანხმობა შემოვლითი გზით თავიდან აეცილებინა ვირუსის გავრცელებისთვის მაღალი რისკის შემცველი ხალხმრავალი ღონისძიება", - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics