01:33 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-07 13:52:43, 571 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული შსს-ს თანამშრომლების ოჯახის წევრებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახის წევრებს შეხვდა და მათ პირადად გაესაუბრა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრას თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დაღუპულთა ოჯახები ესწრებოდნენ.

მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს ფულადი დახმარება, აგვისტოს ომში გარდაცვლილი თანამშრომლების შვილებს კი iPad Air-ები გადასცა. დაღუპული პოლიციელის - გია რომელაშვილის შვილი, თამარ რომელაშვილი, დღეს იუბილარია. მინისტრმა მას პირადად მიულოცა დაბადების დღე და საჩუქრები გადასცა.

„მთელი საქართველო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირადად მე, პატივს მივაგებთ იმ გმირი ბიჭების სულებს, რომლებიც შეეწირნენ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას. ძალიან ძნელია შეუვსო ის სიცარიელე იმ ოჯახებს, რომლებიც მათ დატოვეს თავისი წასვლის შემდგომ, მაგრამ სახელმწიფო ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეუმსუბუქოს მათ ყოფა და დაეხმაროს ყველა პრობლემის მოგვარებაში. ესეთი ბიჭების, ესეთი გმირების მაგალითებზე უნდა იზრდებოდნენ მომავალი თაობები“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი დაიღუპა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics