|
2020-03-17 21:51:28, 12472 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - საქართველოში კორონავირუსის მეოთხეული გადაცემის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა
"პაციენტი, როცა ვერ გაიხსენებს ან ვერ გვეტყვის ვისთან იყო კონტაქტში, რომელიმე საეჭვო პერსონასთან, მაშინ ვამბობთ, რომ არის მეოთხეული გადაცემა. ეს დღეს ჯერ არ ფიქსირდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნუმი ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გამაცხადა.
ამირან გამყრელიძე გამოეხმაურა ეზუგბაიას განცხადებას, რომ ერთ-ერთი ინფიცირებულის დაინფიცირების წყარო ვერ დადგინა, და აღნიშნა, რომ ჯერ ამის თქმა ადრეა, რადგან კონტაქტების ძიება მიმდინარეობს.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ მაინც გავალთ დაინფიცორების წყაროზე. ხოლო თუ ვერ გავედით კონტაქტზე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი შემთხვევები ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა.
„რაც შეეხება ქალბატონი მარინას განცხადებას, მე პატარა კორექტივს შევიტანდი, რომ ჩვენ ამ შემთხვევაზე, რომელზეც ქალბატონი მარინა საუბრობს, ძალიან ღრმა ეპიდემოლოგიურ კვლევას ვაწარმოებთ დაახლოებთ 20-დან 25-მდე კონტაქტზე და იმედი გვაქვს, რომ წყარო დადგინდება, ამიტომ ჯერ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს ინფიცირებული ადამიანი, სადაც ვერ გავდივართ პირველწყაროზე. მე მაინც იმედი მაქვს, რომ მაინც გავალთ. თუ ვერ გავედით კონტაქტზე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი შემთხვევები ქვეყანაში უკვე იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ კვირაში, მომავალ კვირაში გვექნება შემთხვევები, სადაც უკვე არის დიდი ალბათობა, რომ ვერ გავალთ პირველწყაროზე ინფექციის შემოტანისა ან ადგილობრივი დაინფიცირებისა. მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, შემთხვევების ზრდა გვექნება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად შევამციროთ ალბათობა შემთხვევების სწრაფი ზრდისა ქვეყანაში.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით ე.წ. შეკავების ფაზაში, ორთვენახევარია, საქართველო ებრძვის ამ ინფექციას, და გარკვეულად შევაკავეთ, რომ არ გადავედით ფართო გავრცელების ფაზაში. ამ დრომდე ყველა შემთხვევის წყარო ვიცით, საიდან შემოვიდა, ვის გადაედო. როდესაც გაჩნდება ავადმყოფი სადმე, რომელიმე ამბულატორიულ დაწესებულებაში ტემპერატურით, ან კლინიკაში ტემპერატურით, რომელიც არ ყოფილა არც ესპანეთში, არც საფრანგეთში, არც ევროპაში და დაუდგინდება კორონავირუსული ინფექცია, როცა ვერ გაიხსენებს ან ვერ გვეტყვის ვისთან იყო კონტაქტში, რომელიმე საეჭვო პერსონასთან, მაშინ ვამბობთ, რომ არის მეოთხეული გადაცემა. ეს დღეს ჯერ არ ფიქსირდება. მაშინ იწყება ე.წ. ფართო გავრცელება, რომელიც არის ძირითადად პირველი შემთხვევის დადგენიდან მესამე, მეოთხე კვირაში და მერე მიდის ინფექციის ზრდა. ჩვენ არ ვაშინებთ მოსახლეობას, მაგრამ ყოველთვის ვაფრთხილებთ და ვამბობთ რომ შემთხვევების ზრდა გვექნება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად შევამციროთ ალბათობა შემთხვევების სწრაფი ზრდისა ქვეყანაში“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)