15:21 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-16 12:57:13, 1226 ნახვა

საზოგადოება
Wizz Air-ი ფრენებს ყველა მიმართულებით აჩერებს

Wizz Air-მა დღეს განაცხადა, რომ შექმნილი სიტუაციისა და სამგზავრო შეზღუდვებიდან გამომდინარე, 2020 წლის 18 მარტიდან აჩერებს ფრენებს ყველა მიმართულებით, გარდა ქუთაისი - ბუდაპეშტის ხაზისა - 2020 წლის 3 აპრილამდე.

სამოგზაურო შეზღუდვები გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე.

„მათ ბილეთის ღირებულების 120%-იანი ანაზღაურება ავტომატურად აესახებათ მომხმარებლის Wizz Credit-ზე, რომლითაც 24 თვის განმავლობაში შეძლებენ ისარგებლონ Wizz Air-ის პროდუქტებითა და სერვისებით, მაგრამ, ამასთანავე, ექნებათ შესაძლებლობა მოითხოვონ ფულადი ანაზღაურება, რომელიც შედარებით უფრო დიდ დროს მოითხოვს. მათ ელ.ფოსტის საშუალებით ეცნობებათ ყველა აუცილებელი საბანკო პროცედურისა თუ საბარათე ოპერაციის შესახებ. ამ შემთხვევაში მომხმარებლებს აუნაზღაურდებათ ბილეთის ორიგინალური ღირებულების 100%-ი.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილებები Wizz Air-ის მიზეზით არ არის გამოწვეული, კომპანია ბოდიშს გიხდით ფრენების გადადებს გამო შექმნილი დისკომფორტისა და უსიამოვნებისთვის. მგზავრებისა და ეკობაჟის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ახლა კომპანიის მტავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - აღნიშნულია Wizz Air-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics