|
2020-03-15 12:25:35, 1491 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112"-სა და სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დასუფთავდა "112"-ის სრული შიდა და გარე პერიმეტრი, ოპერატორთა ცენტრალური დარბაზი, შეხვედრების და ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები. სპეციალური ხსნარებით დამუშავდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამუშაო სივრცე, შიდა ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრი. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში, ასევე საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის სამუშაო სივრცეებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფებსა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტებში კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტრუქტურულ ერთეულებში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად ჩატარდება.
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)