15:21 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-15 12:05:29, 1538 ნახვა

საზოგადოება
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით დღეს 18:00 საათიდან შეიზღუდება

საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება.

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის განცხადებით სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება 15 მარტის 18:00 საათიდან შეიზღუდება, ხოლო სატვირთო გადაზიდვები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება.

„სრული დატვირთვით იმუშავებს ვალეს და კარწახის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები, სადაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მიეცემათ საშუალება, ისარგებლონ შესაბამისი პუნქტებით.

ეს არის დროებითი ღონისძიება, რომელიც მიღებულია კორონავირუსის პრევენციის მიზნით.

საქართველოს მთავრობა მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებით ახორციელებს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პრევენციას და ამ რისკების მაქსიმალურ შერბილებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულო დაწესებულებები მაქსიმალურ კონტაქტზე იქნებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან, როგორც ინფორმაციის მიწოდების, ისე ყველა ლოჯისტიკური და ტექნიკური დახმარების თვალსაზრისით, რომელიც შეიძლება დაჭირდეს ჩვენს მოქალაქეებს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 აღსანიშნავია, რომ თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ასევე ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics