2020-03-13 15:28:09, 2133 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი - წარმოდგენილი მასტიმულირებელი ზომები, სუფთა ფისკალურ, მილიარდიან სტიმულს გამოიწვევს
"მასტიმულირებელი ზომები არსებობს, ამ ეტაპისთვის ეს ზომებია წარმოდგენილი თქვენს წინაშე, რომელიც ჯამურად მილიარდ ლარიან სტიმულს აკეთებენ სუფთა ფისკალური კუთხით", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, იგეგმება ფინასნურ ფონდთან ონლაინ პრესკონფერენცია, სადაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს მიმოიხილავენ.
"მასტიმულირებელი ზომები არსებობს, ამ ეტაპისთვის ეს ზომებია წარმოდგენილი თქვენს წინაშე, რომელიც ჯამურად მილიარდ ლარიან სტიმულს აკეთებენ სუფთა ფისკალური კუთხით.
ჩვენ სამშაბათს გვექნება ვიდეოკონფერენცია სავალუტო ფონდთან და ჩვენს პოზიციებს მათ გავაცნობთ. მოვისმენთ მათ შეფასებებს, როგორც გლობალური ეკონომიკოს ისე კონკრეტულად საქართველოს მიმართებაში, თუ როგორ ხედავენ", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა
ავტორი: ექსპრესნიუსი,