|
2020-03-13 12:55:13, 6361 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა მართვის ცენტრიდან თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო თათბირი გამართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროს მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით თავდაცვის ძალების სარდლობებს, სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებს განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის პირობები გააცნო. საგანგებო თათბირზე მინისტრმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს პირადად გააცნო კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით უწყების თანამშრომლებისთვის გამოცემული ბრძანება. ირაკლი ღარიბაშვილმა სარდლებსა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით მაქსიმალური მობილიზაციისა და კონტროლისკენ მოუწოდა. მინისტრმა მიმართვისას ყურადღება გაამახვილა მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირადი შემადგენლობის სწორად მართვასა და ჯანმრთელობის შემოწმების მაქსიმალურ კონტროლზე. ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია თითოეული თანამშრომლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა უწყებების დასახმარებლად თავდაცვის ძალების მზადყოფნა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით უწყების თანამშრომლებისთვის ახალი ბრძანება გამოიცა. მინისტრის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 12 მარტიდან თავდაცვის უწყების თანამშრომლების გარკვეული ნაწილი დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ამავე ბრძანების მიხედვით სამსახურში გამოცხადება აეკრძალა გარკვეულ პირთა კატეგორიას. საქართველოში დაბრუნებიდან ორი კვირის განმავლობაში სამსახურში არ უნდა გამოცხადდეს თავდაცვის უწყების თანამშრომელი, იმ შემთხვევაში თუ: • თავად ან მისი ოჯახის წევრები ამ ბრძანების გამოცემამდე ბოლო ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ასევე შემდგომ განკარგულებამდე სამსახურში გამოცხადება ეკრძალება: • გრიპისმაგვარი დაავადების ან მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმპტომების მქონე პირს; • ორსულ ქალს; • ქრონიკული დაავადების მქონე/სხვადასხვა სახის იმუნოდეფიციტის მქონე პირს. აღნიშნული თანამშრომლები ვალდებულნი არიან მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას და ინფორმაცია მიაწოდონ უშუალო ხელმძღვანელს. ასევე სამინისტროს ყველა მოსამსახურემ საზღვარგარეთ დაგეგმილი პირადი ვიზიტის შესახებ უშუალო ხელმძღვანელს უნდა აცნობოს. გაუქმდება ან გადაიდება თავდაცვის უწყების ყველა მივლინება. ბრძანების მიხედვით, სამინისტროს მოსამსახურეებმა თავი უნდა აარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ბრძანების შეუსრულებლობისა და თვითიზოლაციაში ყოფნის წესების დარღვევის შემთხვევაში მოხდება მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა. ასევე, შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. თვითიზოლაციაში მყოფი მოსამსახურეების მიერ შესაბამისი წესების დაცვის კონტროლს კი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს. მინისტრის ბრძანებით, მათ შრომითი ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)