13:07 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-11 14:03:18, 1602 ნახვა

საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს რეკომენდაციებით მიმართავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლს აქტიურად ახორციელებს და ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, ბიზნესოპერატორებს შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, გაზარდონ აღჭურვილობის/ინვენტარის ზედაპირების რეცხვა - დეზინფიცირების სიხშირე, ხოლო საჯარო სივრცეში, სადაც მომხმარებლის ნაკადი მაღალია, დაიცვან შესაბამისი ჰიგიენური ნორმები და ინტენსიურად ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები. რეკომენდაციებს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ბიზნესოპერატორებს შემოწმებისას გააცნობენ და ასევე გაეგზავნებათ წერილობითი ფორმით.

რეკომენდაციები ბიზნესოპერატორთათვის:

გაზარდეთ ობიექტში ყველა სახის ინვენტარის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე;

ობიექტის შესასვლელსა და გამოსასვლელთან განათავსეთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარიანი მოწყობილობა (რეკომენდებულია სადეზინფექციო ხსნარის სპირტშემცველობა შეადგენდეს არანაკლებ 60 %-ს);

სადეზინფექციო ხსნარიან მოწყობილობასთან განათავსეთ ხელების დეზინფექციის ინსტრუქცია;

ხელსაბანთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია;

გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;

ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ;

ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით;

ხშირად დაამუშავეთ კარის სახელურები სადეზინფექციო ხსნარებით;

შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics