|
2020-03-10 17:27:41, 1345 ნახვა
საზოგადოება
საჯარო სკოლები დამატებით სადეზინფექციო საშუალებებს მიიღებენ
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. იმისათვის, რომ სკოლებში მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები და რისკები ეფექტიანად იყოს თავიდან აცილებული, სამინისტრო ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ამ ეტაპზე სრული დეზინფექცია უკვე ჩატარებულია 1800-ზე მეტ საჯარო და 150-ზე მეტ კერძო სკოლაში. რეკომენდაციებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული და სპორტული დაწესებულებებისთვის/ორგანიზაციებისთვის შემუშავებულია რამდენიმე რეკომენდაცია, მათ შორის, საჭიროებიდან გამომდინარე, საჯარო სკოლებისთვის დისპენსერის ტიპის ხელის დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებების შეძენა. მინისტრის ბრძანებიდან გამომდინარე, სკოლებს, სადაც წყალმომარაგების სისტემის პრობლემა არსებობს და ჰიგიენური ნორმების სრულყოფილი დაცვა სირთულეებთანაა დაკავშირებული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სადეზინფექციო დისპენესერსა და სადეზინფექციო საშუალებებს გადასცემს. 5000 ცალი ხელის სადეზინფექციო დისპენესერი და 80 ტონა სადეზინფექციო საშუალებები საქართველოს მასშტაბით 1300-მდე სკოლას გადაეცემა. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტად გრძელდება.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)