08:06 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 10:44:40, 2658 ნახვა

სამართალი
დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაცია გაიმართება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით დღეს უზენაეს სასამართლოში კონსულტაცია გაიმართება.

აღნიშნულ საკითხზე მოსამართლეებთან კონსულტაციები 15:00 საათზე გაიმართება. 16:00 საათზე კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა ჩაინიშნება, სადაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა, აღნიშნული კონსულტაციები მხოლოდ ფარსია და უზენაესის თავმჯდომარედ ის ადამიანი იუქნება არჩეული, რომელიც ხელისუფლებისთვის კომფორტულია.

„ვითომ დემოკრატიონობანას თამაშით, ვითომ კონსულტაციით მოსამართლეებთან საბჭომ დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. სინამდვილეში ეს იქნება მხოლოდ ფარსი, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, რომ უზენაესის თავმჯდომარედ იქნება არჩეული ადამიანი, რომელიც კომფორტულია ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა თითქმის 2 წლის წინ დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics