|
2020-03-07 01:11:39, 1579 ნახვა
საზოგადოება
მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილის მიმართვას ავრცელებს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს და საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის ეთერიდან მოხსნას აპროტესტებენ. ''ჟურნალისტებთან ომი ამ ქვეყანაში არავის მოუგია'' - აცხადებენ აქციის მონაწილეები. ''ის, რომ თეონა ბაკურიძე შეიძლება გიორგი კოხრეიძის მორიგი მსხვერპლი ყოფილიყო, ამის მოლოდინი ჩვენ გვქონდა. იმ პროცესებიდან გამომდინარე რაც მაუწყებელში, ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ ხდება. ვიცით ისიც, რომ მორიგი მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ჩვენთაგანი იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბრძოლა უნდა შევწყვიტოთ. ჩვენ ვნახეთ ნიუსრუმის მენეჯმენტის დასჯა, როცა შორენა ღლონტი გაუშვეს სამსახურიდან, როცა მაია მერკვილაძე ჩამოაშორეს თანამდებობას. გიორგი კოხრეიძემ თავისი დაუსაბუთებელი ბრძანებით გვითხრა, რომ კრიტიკულები თუ იქნებით ასე მოვიქცევი, ნახევარი დღის განმავლობაში ორ ფურცელზე რაღაცას დაწერს. ასეთი არაკვალიფიციური ბრძანებებით თუ აპირებს გიორგი კოხრეიძე ფონს გავიდეს ცდება. მისი დირექტორობის დროს თუ არა მერე მაინც დადგება ამ საკითხზე რეაგირება'' - თქვა მაუწყებლის ეთერში ლაშა ზარგინავამ. ჟურნალისტები რეაგირებისკენ უმაღლესი საბჭოს წევრებსაც მოუწოდებენ. მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი სწორედ ''ქართული ოცნების'' კვოტითაა არჩეული.
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)