|
2020-03-05 14:30:44, 1187 ნახვა
საზოგადოება
სამგორში ახალი სკვერი და სპორტული მოედანი გაიხსნა
სამგორის რაიონში კიდევ ერთი სკვერი და სპორტული მოედანი გაიხსნა. ქვემო სამგორში, ქინძმარაულის ქუჩის მეორე შესახვევში, N9 კორპუსის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცე და სტადიონი მოეწყო. ახალი დასასვენებელი სივრცე სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა. სკვერში კაუჩუკისსაფარიან ზედაპირზე საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა, ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები. ჩატარდა ჰიდროთესვის სამუშაოები. ასევე, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. სკვერის გარშემო კი დამცავი მოაჯირია მოწყობილი. სკვერში მოეწყო 400 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი, რომელიც შშმ პირთათვის ადაპტირებულია. მოედანზე დამონტაჟდა კალათბურთის ფარები, მოეწყო გარე განათების სისტემა და მაყურებელთათვის ტრიბუნა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 149 560 ლარია. სამუშაოები, სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, კონტრაქტორმა კომპანია „ალგე ჯგუფმა“ განახორციელა.
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრების სერიის შედეგად ცამეტი ადამიანი დაიღუპა
არაღჩი: უკრაინამ ირანი დაარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმის შემდეგ სიტუაციის ესკალაციას არ აპირებს
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)