|
2015-01-26 14:15:52, 965 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაური ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოლოდინები გაამართლოს
„დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაური ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოლოდინები გაამართლოს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, გომელაური პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით გამოირჩევა. „ბატონი ვახტანგი გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით, წესიერებით, უანგარობით, საქმისადმი ერთგულებით და პრინციპულობით. ეს არის მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობა. მას აქვს კარგად გააზრებული ის სიმძიმე, რომელიც თან ახლავს ამ თანამდებობას და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო, მაგრამ ეს სამინისტრო არ არის მისთვის ახალი. ბატონი ვახტანგი უკვე ორი წლის განმავლობაში იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას და მანამდეც, წლების განმავლობაში ამ სისტემაში უწევდა მუშაობა. მე მინდა ვუსურვო მას წარმატებები. დარწმუნებული ვარ, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი და ხალხის მოლოდინები გაამართლოს და იყოს წარმატებული მინისტრი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)