|
2020-03-03 18:09:52, 1710 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო ფულია, რისთვისაც მოსახლეობას ელექტრონულ ანგარიშსწორებაზე გადასვლისკენ მოუწოდა. როგორც მან აღნიშნა, სასურველია ბანკებმა თავიანთ ფილიალებში ხელის სადეზინფექციო სითხეები განათავსონ. „ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი წყარო გახლავთ ფულის ბანკნოტები. ამიტომ, მინდა მოსახლეობას მოვუწოდო, რომ ამ პერიოდში ანგარიშსწორებები მაქსიმალურად ელექტრონულად იყოს. ჩინეთი ამ პერიოდში მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე, ანუ ყველა ანგარიშსწორება ხდება ელექტრონულად. იქ, სადაც აუცილებელია ნაღდი ფულის გამოყენება, სასურველია მაქსიმალურად დავიმუშაოთ ხელები. მინდა მივმართო ბანკებს, მათ არ უჭირთ, აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ყველა ფილიალში, ყველა განყოფილებაში იყოს ხელის დასამუშავებელი სივრცეები და იდგეს დეზინფექტორები. ეს აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც შედის და გამოდის ბანკიდან და აქვთ შეხება ფულთან, ჰქონდეთ ხელების დამუშავების საშუალება. ასევე, თავშეყრაა ხოლმე, როდესაც ხდება პენსიების გაცემა ქვეყანაში და მინდა ვთხოვო იმ ბანკებს, რომლებიც გასცემენ პენსიებს, რომ ხელი შეუწყოს, იქნებ ფულის გაცემა იყოს ელექტრონულად ხოლო თუ მათ ეს არ უნდათ, შეუქმნან შესაძლებლობები, რომ ფულის აღების შემდეგ ზოგადი ჰიგიენური წესები დაიცვან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)