05:12 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-29 16:10:44, 2140 ნახვა

საზოგადოება
განათლების სამინისტრო უმაღლეს და პროფსასწავლებლებს მოუწოდებს, რომ საჭიროების შემთხვევაში სწავლის დაწყების თარიღი თავად განსაზღვრონ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელი სკოლებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებმა ეს საგაზაფხულო არდადეგების დროს, 2-16 მარტს უნდა განახორციელონ.

„სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც აძლევს  პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციას და თუ ეს მოითხოვს გაზაფხულის სემესტრის დაწყების გადავადებას, საკუთარი ავტონომიის ფარგლებში, მათ თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დაწყების თარიღი.

 პროფესიულმა  საგანმანათლებლო დაწესებულებებმა,  სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ჩასატარებელი  სადეზინფექციო სამუშაოების მიხედვით, ასევე თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დროებით  გადადების საჭიროება და  ვადები.

კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და მთავრობა სრულად მართავს პროცესს“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, რომ სკოლებსა და ბაგა-ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად 2 მარტიდან დაიწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics