|
2020-02-28 15:55:34, 1041 ნახვა
საზოგადოება
ინფექციური პათოლოგიის დირექტორი - კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი იმყოფებოდა იტალიის იმ ქალაქში, რომელიც ეპიდემიის მაღალ რისკს არ წარმოადგენს
კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი იმყოფებოდა იტალიის იმ ქალაქში, რომელიც ეპიდემიის მაღალ რისკს არ წარმოადგენს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური პათოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა. მისი თქმით, დაინფიცირებული პაციენტი 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ქართველი ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა. „ახლახანს მოვიდა გამოკვლევის პასუხი და კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსის ინფექცია. პირველი იყო მამაკაცი, დაახლოებით 50 წლის, რომელიც მოგზაურობდა ირანში. რაც შეეხება ახალ პაციენტს, ეს გახლავთ 31 წლის ქალი, რომელიც ქართველი ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში, რამდენადაც მე ვიცი ის იმყოფებოდა იმ ქალაქში, სადაც არ არის მაღალი რისკი ეპიდემიის და სადაც არ არის ბევრი ინფიცირებული, მაგრამ როგორც ჩანს, იტალიაში უკვე ყველა ადგილი ძალიან სახიფათო ხდება. ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არანაირი ჩივილი არ აქვს, არც ტემპერატურის მატება აღენიშნება, მაგრამ ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ის დაავადებულია COVID 19-ით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ახალი კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც იტალიაში მოგზაურობდა. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)