2020-02-27 15:43:35, 1542 ნახვა
კომენტარი
დავით ზალკალიანი - ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქის საკითხი, ჟენევის ფორმატში განიხილება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ოკუპანტების მიერ სოფელ აძვიდან გატაცებული მამაკაცის საკითხი უახლოეს პერიოდში ჟენევის შეხვედრაზე განიხილება.
მინისტრის თქმით, გატაცებული მამაკაცის გათავისუფლება უახლოეს მომავალში მოხდება.
„ცხელი ხაზი ამოქმედებულია და ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, ჩვენ როგორც მივმართავთ ხოლმე მსგავს შემთხვევას, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში იქნება და უახლოეს ჟენევის შეხედრაზე ყველა შემთხვევა იქნება განხილული. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში მოხდება მისი გათავისუფლება“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, დღეს, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, ოკუპანტებმა სოფელ აძვის მკვიდრი 60 წლამდე მამაკაცი გაიტაცეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,