|
2015-08-01 14:21:25, 343 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: კახიშვილის მინისტრად დანიშვნა მკაფიო გზავნილია, რომ რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გაიზრდება
კახა კახიშვილის სასჯელაღსრულების მინისტრად დანიშვნა არის მკაფიო გზავნილი, რომ სასჯეღსრულების სისტემის რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, კახიშვილი წესიერებით და დიდი გამოცდილებით გამოირჩევა. „რაც შეეხება ყველასთვის ცნობილ ბატონ კახი კახიშვილს, იგი გახლავთ ორი შვილის მამა, გამოირჩევა თავისი წესიერებით, განათლებით. პროფესიით არის იურისტი, მას საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც სახელმწიფო სამსახურში მუშაობის, ასევე უკვე არასამთავრობო სექტორში მუშაობის. ბატონი კახა მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში და მას ყველა ძალიან კარგად ახასიათებს. ბატონი კახა მუშაობდა წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორში და მან თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა და ობიექტურმა ექსპერტმა და 2014 წლის ოქტომბრიდან უკვე სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე გახდა. მინისტრად დანიშვნა არის მკაფიო გზავნილი, რომ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება, ეს სისტემა კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე გახდება ყველასთვის და ახალ ეტაპზე გადავა ის რეფორმები, რომელიც ჩვენ დავიწყეთ ჯერ კიდევ სუბარის დროს, შემდეგ ბატონმა გოგამ გააგრძელა და ახალ უკვე ბატონი კახა ამ სისტემის რეფორმირების პროცესს დააგვირგვინებს.ბატონი გოგა და ბატონი კახი გახლავთ ჯგუფელები, ისინი ძალიან კარგი მეგობრები გახლავთ და სწორედ თანაავტორები არიან იმ რეფორმების, რომელზეც ვისაუბრეთ. მე ორივეს ვუსურვებ წარმატებებს და მჯერა, რომ უწყებები, რომლებიც მათ ჩაიბარეს გახდება სამაგალითო ჩვენი მთავრობის დროს“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)