|
2020-02-27 11:55:22, 1041 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამა დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა
თბილისის მერიამ, ახალი პროგრამის – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ განხორციელების წესი დედაქალაქის საკრებულოს გადაუგზავნა. საკრებულოს მიერ წესის განხილვისა და დამტკიცების შემდეგ, მერია დაფინანსების მსურველ პირთა საბუთების მიღებას და საგარანტიო წერილების გაცემას დაიწყებს. თბილისის მერიის პროგრამა, გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 15–დან 60 წლის ჩათვლით პირებისთვის, სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების „ოკრელიზუმაბისა“ და „ფინგოლიმოდის“ დაფინანსებას ითვალისწინებს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს – 80%-ით. დედაქალაქის მერია, მიმდინარე წელს, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 180 ბენეფიციარის დაფინანსებას გეგმავს და ერთი პაციენტის დასაფინანსებლად წელიწადში 24 ათასამდე ლარს გამოყოფს. გაფანტული სკლეროზი ქრონიკული პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა. თბილისის მერიის მიერ ამ პროგრამის დაწყების მიზანია მოსახლეობის სრულფასოვანი მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით, გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პირთა შრომის უუნარობის თავიდან აცილება. აღნიშნული პათოლოგიით, დღეისათვის, მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიონ 300 ათასი ადამიანია დაავადებული. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკში ვლინდება და ამიტომ, ადრეულ სტადიაზე ამ დაავადების პრევენცია საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)