|
2020-02-26 22:04:25, 10186 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე
საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირდა. დაინფიცირებულია საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც, აზერბაიჯანიდან საქართველოში გუშინ შემოვიდა. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. დავადებული პაციენტის ასაკი 50 წლამდეა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში დაფიქსირდა კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან გუშინ შემოვიდა. „სულ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ლუგარის ლაბორატორიიდან ინფორმაცია, რომ საქართველოში დაფიქსირდა კორონა ვირუსის პირველი შემთხვევა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გუშინ შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. ის გადაყვანილი იქნა ინფექციურ საავადმყოფოში. მსურს მოგახსენოთ, რომ საბაჟო ზოლზე შემოწმდა მოქალაქე, ჩვენი მესაზღვრეების მიერ, რომელიც იმყოფებოდნენ სრულიად ეკიპირებულები, ვინაიდან მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ისინი ასრულებენ ჩვენს მიერ მიწოდებულ ყველა დავალებას. ეს ამცირებს მათი დაავადების რისკს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლსაც და ისინიც გადაყვანილი იქნებიან საკარანტინო სივრცეში",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამ ეტაპისთვის, პაციენტი მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში და მის ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება ამ ეტაპიასთვის.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)