|
2020-02-26 14:48:27, 895 ნახვა
საზოგადოება
ოზურგეთში, მეჩაიეობის სპეციალობის პროფესიული განათლების მასწავლებლის სატრენინგო პროგრამა დასრულდა
ქალაქ ოზურგეთში, პროფესიულ კოლეჯში „ჰორიზონტი“ მეჩაიეობის სპეციალობის პროფესიული განათლების მასწავლებლის სატრენინგო პროგრამა დასრულდა. სოფლის მეურნეობას სჭირდება პროფესიონალები, რომელთაც სპეციალიზებული განათლება ექნებათ მიღებული, განათლების სისტემას კი არ აქვს ამ საჭიროების დაკმაყოფილების საკმარისი რესურსი. პროგრამის მიზანი ამ შეუსაბამობის აღმოფხვრა იყო. ტრენინგის კურსდამთავრებულთა პირველი ნაკადი პროფესიული განათლების და გადამზადების (VET) საპილოტე პროგრამაში მონაწილეობდა, რომელიც გურიის პროფესიულ კოლეჯში 2019 წლის სექტემბრიდან გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. „პროფესიული განათლების და გადამზადების ახალი მოდელის მიზანია საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის ხელშეწყობა, სამუშაო ადგილების შექმნა და შემოსავლის გაზრდა“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა. აღინიშნა, რომ შვეიცარიის გამოცდილება საქართველოს დაეხმარება პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებაში. „სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაზრდა სოფლად სიღარიბის შემცირების აუცილებელი წინაპირობაა. ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება კი, თავის მხრივ, პროდუქტიულობის გაზრდას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვიტონმა. როგორც გურიის მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ აღნიშნა, ერთობლივი პროექტის განხორციელებით, გადამზადდნენ სპეციალისტები, რომლებიც თავიანთ კოლეგებს იმ ცოდნას, გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც პროგრამის ფარგლებში მიიღეს. საპილოტე პროექტები გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის მთავრობის ერთობლივი, დიდმასშტაბიანი VET პროგრამის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობასთან, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, პროფესიულ კოლეჯებთან, ფერმერთა საჯარო და კერძო საკონსულტაციო ცენტრებთან, უნივერსიტეტებთან და სოფლის თემებთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2022 წლამდე გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში უკვე 12,000-ს სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჩაუტარდა ტრენინგი და საკონსულტაციო მომსახურება.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)