02:04 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 13:11:15, 977 ნახვა

საზოგადოება
მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია 13 პაციენტი, რომელთა ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაც კი არ არის

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 13 პაციენტის პასუხი კორონავირუსთან დაკავშირებით ცნობილი დღეს გახდება.

მისი თქმით, არც ერთ პაციენტს, არც A და არც B ტიპის გრიპის ვირუსი არ დაუდასტურდა, გამოირიცხა პნევმონიაც.

„დღეს დილით უკვე გვყავს 13 პაციენტი. ყველას ჩაუტარდა კვლევა, ყველა მათგანთან პნევმონია გამოირიცხა. არცერთთან არ დადასტურდა არც A და არც B ტიპის გრიპის ვირუსი. ლაბორატორიული მონაცემებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ვლინდება და ყველაფერი ამის შეჯერებით, ამ პაციენტებს ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაც კი არ არის. აღებულია ამ ცამეტივე პაციენტზე ტესტი და როგორც იცით, დღის მეორე ნახევარში შედეგები ცნობილი იქნება. ამ ცამეტი პაციენტიდან მხოლოდ ერთს ჰქონდა ცხელება 38.5 გრადუსი და ჰქონდა ყელის ტკივილი. დანარჩენენებს, ყველას მხოლოდ ტემპერატურული რეაქცია ჰქონდათ“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics