2020-02-24 16:20:41, 2053 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე გახარიას განცხადებაზე - ეს კაცი იძულებული გახადეთ, რომ ხანდახან იხუმროს
„ეს კაცი იძულებული გახადეთ ხან იხუმროს, ხან სერიოზულად გელაპარაკოთ, ხან გადაგითანოთ საუბარი იმიტომ, რომ სერიოზული პასუხები ყოველთვის არ გამოდის“, - ასე გამოეხმაურა საპატლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ „დაველოდოთ გაზაფხულს“.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ გუნდის განახლება არ ნიშნავს მთავრობის შეცვლას.
„ეს კაცი იძულებული გახადეთ ხან იხუმროს, ხან სერიოზულად გელაპარაკოთ, ხან გადაგითანოთ საუბარი იმიტომ, რომ ნიუსრუმში გამოიგონებთ ხოლმე ამბებს და მერე სემდეგ სვამთ შეკითხვას და ამაზე სერიოზული პასუხები ყოველთვის არ გამოდის. კი ბატონო, დაველოდოთ გაზაფხულს, არ მიიჩნიოთ ეს მინიშნებად, მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. გუნდის განახლება მთავრობის შეცვლას არ ნიშნავს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,