13:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-21 14:38:33, 3536 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს

18-20 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სარფი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 7 ფაქტი აღიკვეთა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სმაინისტროს შემოსავლების სამსახურმა განუცხადა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის, ხელბარგისა და  ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 15,660 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი (34,780 ღერი) აღმოაჩინეს.

სამართალდამრღვევის 2 ფაქტი, კერძოდ, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების საქმე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო დანარჩენ 5 ფაქტზე, კანონდამრღვევ აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics