|
2020-02-20 13:34:54, 1734 ნახვა
სამართალი
იუსტიციის მინისტრმა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის შესახებ კონფერენცია გახსნა
პენიტენციური სისტემის ორგანიზაციული გაძლიერება; სამუშაო პირობებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; ახალი მცირე ზომის დახურული ტიპის დაწესებულებების პროექტირება; რეაბილიტაციის მიმართულების გაძლიერება; მსჯავრდებულთა დასაქმების წახალისება და ხელშეწყობა; პენიტენციური სისტემის IT ინფრასტრუქტურის განვითარება; პრობაციის სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გაერთიანება; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის დაფუძნება − ამ საკითხებზე ისაუბრა ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე. კონფერენცია სახელწოდებით „დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის საკითხებზე იმართება. თეა წულუკიანმა გახსნით ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა. იუსტიციის მინისტრის თქმით, კონფერენციის თემა − თუ რა საფეხურები უნდა გაიაროს კანონთან კონფლიქტში მყოფმა პირმა დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე, ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ მასზეა დამოკიდებული, როგორ მოახერხებს პირი საზოგადოებაში რესოციალიზაციას, რამდენად სწორად გაივლის რეაბილიტაციის პროცესს და, შესაბამისად, რამდენად იქნება საზოგადოება დაცული მისი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის ჩადენისაგან. „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პოლიტიკის უპირველესი მიზანი სწორედ ბალანსის უზრუნველყოფაა ადამიანის უფლებათა დაცვასა და საზოგადოების უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას შორის“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარებისათვის მიმდინარე რეფორმებზე, რათა უკეთესი რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პირობები შეექმნათ მსჯავრდებულებს, ყოფილ მსჯავრდებულებსა და სისტემის სხვა ბენეფიციარებს, თავიანთი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, რაც დანაშაულის რეციდივის შემცირებისა და საზოგადოების უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. „დღეის მდგომარეობით, ჩვენ შევძელით პენიტენციური სისტემის ორგანიზაციული გაძლიერება; სამუშაო პირობების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; ახალი მცირე ზომის დახურული ტიპის დაწესებულებების პროექტირება; რეაბილიტაციის მიმართულების გაძლიერება; მსჯავრდებულთა დასაქმების წახალისება და ხელშეწყობა; პენიტენციური სისტემის IT ინფრასტრუქტურის განვითარება; პრობაციის სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გაერთიანება; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის დაფუძნება. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უწყებათაშორისი საზოგადოებრივი დაცვის მექანიზმის (MAPPA) დანერგვაზე“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. ორდღიანი წარმომადგენლობითი კონფერენცია მრგვალი მაგიდის გარშემო დისკუსიის ფორმატშია დაგეგმილი. განიხილება ყველა ის საფეხური, რომელთაც პირი გაივლის კანონთან კონფლიქტის მომენტიდან პენიტენციური სისტემის დატოვებამდე. დარგის სპეციალისტები, პროფესიონალები და ექსპერტები თითოეულ ამ ეპიზოდს განიხილავენ და კონკრეტულ კაზუსებზე მსჯელობენ. კონფერენცია ორდღიანია და ის მუშაობას ხვალ დაასრულებს.
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)