12:59 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-17 17:05:31, 2376 ნახვა

სამართალი
სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა

14–16 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის, მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის  სოფელ რიყეში, ჩხორიასა  და რუხში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის, ჯამში 3116 კოლოფი, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული  აქციზური   მარკების   გარეშე   ტრანსპორტირებული  საქონელი. ამასთან,  5 ფაქტზე  ( ჯამში, 1 116 კოლოფი უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირება) საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით, შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა, ხოლო 2 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირების ფაქტზე,  სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics