|
2020-02-17 13:48:15, 1012 ნახვა
საზოგადოება
ბექა ნაცვლიშვილი: რეგულაციები მნიშვნელოვანია, რათა საბაზისო დონეზე მოწესრიგდეს ურთიერთობები დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის
პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა, მის მიერ მომზადებულ საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში მოწესრიგდება ზეგანაკვეთური და ღამის შრომის ანაზღაურება, დამსაქმებელს დაეკისრება სამუშაო დროის აღრიცხვის ვალდებულება, მოხდება არასრულწლოვანთა შრომის რეგლამენტირება და ცვლებს შორის შესვენების ხანგრძლივობის განსაზღვრა. კანონპროექტის მიზანია სამუშაო დროის ხანგრძლივობის, დასვენებისა და შესვენების დროებში ცვლილებების შეტანის საფუძველზე, საქართველოს მიერ დასაქმებულთა დაცვის კუთხით აღებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების განხორციელება. „დასაქმების ადგილი არის ადგილი, სადაც ჩვენი ცხოვრების ნახევარზე მეტს ვატარებთ. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაციები მნიშვნელოვანია, რადგან მათ საფუძველზე დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობები საბაზისო დონეზე მოწესრიგდება", - აღნიშნა მან. ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, კანონპროექტზე იმუშავა თითქმის ყველა დარგის წარმომადგენელმა, აქედან გამომდინარე, საკითხზე მუშაობისას მაქსიმალურად მოხდა მათი სურვილების, საჭიროებების, სპეციფიკაციისა და მოსაზრებების გათვალისწინება. პარლამენტის წევრის განმარტებით, ამჟამად კანონპროექტის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასკვნაში მხლოდ ერთი შენიშვნაა წარმოდგენილი, ამიტომ იმედოვნებს, რომ აღნიშნული კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)