|
2020-02-15 16:41:30, 7428 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთის თავდაცვის მინისტრს მიუნხენში შეხვდა
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინელ კოლეგას ანტი კაიკონენს შეხვდა. თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტოტალური თავდაცვის მიმართულებით საქართველოს თავდაცვის უწყებაში გატარებულ რეფორმებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ტოტალური თავდაცვის მიდგომა და უწყებათაშორისი მჭიდრო კოორდინაცია და თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უწყობს ხელს. ამ კუთხით მან ფინეთის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ურთიერთნდობასა და მეგობრობას ემყარება. შეხვედრაზე სამხედრო სამსახურში გაწვევის, რეზერვისა და მობილიზაციის კუთხით ფინური მხარის გამოცდილების გაზიარების საკითხზეც ისაუბრეს. მინისტრმა წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) განვითარებაში ფინეთის მთავრობის მიერ შეტანილ წვლილზეც გაამახვილა ყურადღება და სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. ირაკლი ღარიბაშვილმა ფინელ კოლეგასთან საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკური პრიორიტეტებიც განიხილა და ნატოში გაწევრიანების გზაზე საერთაშორისო პარტნიორების აქტიურ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. შეხვედრის დასასრულს, ანტი კაიკონენმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფინეთში მიიწვია. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის სახელით, სპეციალურად თავდაცვის მინისტრებისთვის გამართულ ლანჩსა და ბავარიის მინისტრ-პრეზიდენტის მარკუს შოდერის სახელით გამართულ ოფიციალურ ვახშამს დაესწრება.
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანს დოპინგის ბრალდებით 11 წლით დისკვალიფიკაცია მისცეს
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)