17:52 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-13 14:08:42, 1361 ნახვა

საზოგადოება
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მორიგი რეგიონული შეხვედრა ახალციხეში ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა  რეგიონის  თვითმმართველობის  წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება.

ახალციხეში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან მორიგი რეგიონული შეხვედრა  გაიმართა.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით სამცხე-ჯავახეთის რეგიონის  სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა  და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  სააგენტოს დირექტორის  პირველმა მოადგილემ ოთარ შამუგიამ მიმართეს. 

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  მისი უწყებების მეშვეობით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რეგიონში მნიშვნელოვნად არის განვითარებული სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორი, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივებისა და კოოპერაციული საწარმოების რაოდენობით სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი ლიდერი რეგიონია. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით არსებული პროგრამების  და  სერვისების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების  გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა“, -განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების  წარმომადგენლებმა  მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.    

შეხვედრებზე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს.

შეხვედრებს ორგანიზებას სამინისტროს უწყება - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო უწევს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics