|
2015-07-30 17:15:53, 641 ნახვა
ეკონომიკა
სერგეენკოს პროგნოზით, მედიკამენტებზე ფასების კლება უცხოური კომპანიების შემოსვლის შემდეგ მოხდება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტებზე ფასების კლება გამჭვირვალე კონკურენციის უზრუნველყოფის გზით მოხდება. როგორც სერგეენკომ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ქართულ ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით გარკვეულ ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. "მეთოდი, რომლითაც შეიძლება მედიკამენტების ფასების შემცირება, ბევრნაირი არსებობს, მაგრამ ძირითადად, სამი ჯგუფისაა - ერთი არის სუბსიდირება, რაც ჩვენ შემთხვევაში არასწორი იქნებოდა. ამის რესურსი ახლა არც გვაქვს. მეორე იქნებოდა ხელოვნური ზღვარის დაწესება მოგების ზღვარზე, რომელიც ასევე ჩარევაა კერძო ინდუსტრიაში და მესამე არის გამჭვირვალე კონკურენციის უზრუნველყოფა. მხოლოდ აუცილებელი პირობაა, რომ ხარისხის კონტროლის სისტემა გვქონდეს. სხვა შემთხვევაში შემოვა მედიკამენტები, რომელიც იქნება იაფი, მაგრამ ხარისხი ძალიან საეჭვო იქნება და მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის. ჩვენ მივდივართ ამ გეგმით. ახლა რადგანაც მოლაპარაკების ფაზაა, მე არ მაქვს უფლება, კონკრეტული კომპანიები დავასახელო, მაგრამ ეს კომპანიები იქნება ბევრად მეტი, ვიდრე მე მქონდა კომუნიკაცია, ვინაიდან ჩვენ შევქმნით სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ღია კონკურენციას და კომპანიების სახელებს უკვე აქვს მეორადი, მესამედი მნიშვნელობა. დაე, მოგვაწოდონ ხარისხიანი და ხარჯეფექტური პროდუქცია", - აღნიშნა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სექტემბრიდან 200-ზე მეტი დასახელების პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასების შემცირება მოხდება.
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)