|
2020-02-11 10:59:48, 1335 ნახვა
საზოგადოება
გოდერძი ჩოხელისა და ნესტან-დარეჯანის ქუჩებზე, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
„დიდ დიღომში, გოდერძი ჩოხელისა და ნესტან-დარეჯანის ქუჩებზე, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს“, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ ვიდეოდიალოგის დროს დასმული ერთ-ერთი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ნესტან-დარეჯანის ქუჩაზე, 7 109 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. „დიდ დიღომში ქაოტური განაშენიანების გამო, ძალიან ბევრი გამოწვევა დაგვხდა. გასულ წელს, კერძო დასახლებაში რვა ქუჩა მოწესრიგდა. აღნიშნულ ქუჩებზე რთული მდგომარეობა იყო და მოსახლეობას გრუნტის გზაზე გადაადგილება უწევდა. ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები ნესტან-დარეჯანისა და ჩოხელის ქუჩებზე მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, იან ჰომერისა და დანიბეგაშვილის ქუჩების რეაბილიტაციას დავიწყებთ“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა. ამ დროისთვის, ჩოხელის ქუჩაზე, 317 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს, რის შემდეგაც, 1 690 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 868 276 ლარი დაიხარჯება.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)