14:53 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 13:13:30, 862 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 18 საინსპექციო კონტროლი განახორციელა

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის იანვრის თვეში, ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 18 საინსპექციო კონტროლი განახორციელა და ინსპექტირებისას აღებული 55 საექსპორტო  ნიმუში გადაგზავნა აკრედიტებულ ლაბორატორიებში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული გამოცდით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში  ნიმუში არ შეესაბამებოდა სერტიფიცირებისთვის წარმოდგენილ ნიმუშს, რის გამოც კომპანიას უარი ეთქვა სერტიფიკატის მიღებაზე.

ამავე პერიოდის მონაცემებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 19 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 637 ნიმუში, მათგან 32 შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი 605 დადებითად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics