07:16 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-07 12:43:01, 1923 ნახვა

კომენტარი
დეკანოიძე - მაქვს მოლოდინი, რომ ივანიშვილი გენერალურ პროკურორად შოთაძეს დანიშნავს

„მოლოდინი მაქვს, რომ შოთაძეს დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი გენერალურ პროკურორად“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისოვე თქმით, „თადუმაძეები“ და „შოთაძეები“ ბიძინა ივანიშვილს ემსახურებიან.

 „მოლოდინი მაქვს, რომ შოთაძეს დანიშნავს ბიძინა ივანიშვილი გენერალურ პროკურორად. ანუ ჩემთვის ახლა შოთაძეები და თადუმაძეები არიან ბიძნა ივანიშვილის სახის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან არა მართლმსაჯულებას, არამედ ბიძინა ივანიშვილს. გახსოვთ ალბათ, საპროკურორო საბჭომ დიდი ზარზეიმით დაიწყო ეს რეფორმა. ეს თავისთავად არის ამ მახინჯი პოლიტიკური მართლმსაჯულების ერთი განშტოება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის შესარჩევად, საპროკურორო საბჭო სხდომას გამართავს და წარდგენილი 4 კანდიდატიდან, რომელთა შორის არის ირაკლი შოთაძე, კენჭისყრის შედეგად ერთს შეარჩევს, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics