|
2015-07-30 12:29:42, 389 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი: ადმინისტრაციის შენიშვნები ეროვნული ბანკის კანონპროექტზე საერთასორისო ინსტიტუტების პოზიციასთან თავსებადობაშია
„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული მოტივირებული შენიშვნები საერთასორისო ინსტიტუტების პოზიციასთან სრულ თავსებადობაშია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. აბაშიშვილის თქმით, პრეზიდენტის დავალებით, მოტივირებული შენიშვნების სახით კანონპროექტი მომზადდა, რომელიც ეფექტური კონსულტაციების მიზნით ევროკავშირს წარედგინა. „საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომლის თანახმად საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგისა, ეფექტური კონსულტაციების უზრუნველყოფის მიზნით წარედგინა ევროკავშირს. ამავდროულად კანონპროექტი ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს წარედგინა. დღეის მდგომარეობით, როგორც ევროკავშირიდან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან უკვე მიღებულია და კანონპროექტში თითქმის სრულად გათვალისწინებულია ტექნიკური ხასიათის შენიშვნები. ევროკავშირიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი არის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადი და შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს არსებული სისტემის დამოუკიდებლობის და მმართველობის გაძლიერებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მიღებულ წერილში კი აღნიშნულია, რომ ფონდი არ არის შემოთავაზებული ცვლილებების წინააღმდეგი, რადგან აღნიშნულის მიხედვით საფინანსო ზედამხედველობა რჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, რაც თავსებადია ფონდის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის მიცემულ რჩევებთან“,-აღნიშნა აბაშიშვილმა. როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, საბანკო ზედამხედველობის გამოყოფასთან დაკავშირებით, წამყვანი საერთაშორის საფინანოსო ინტიტუტების პოზიცია გასათვალისწინებელია. „ამავდროულად გასათავლისწინებელია, რომ თვენახევრის წინ რამოდენიმე, წამყვანმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, ოთხმა ორგანიზაციამ ძალიან ნეგატიურად შეაფასა ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფა. ხოლო გუშინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე კომენტირებისას საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავდა, რომ მიუხედავად ბევრი შენიშვნის გათვალისწინებისა მოუგვარებელი დარჩა ფუნდამენტური საკითხები და ამ პირობების შეუსრულებლობამ შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. რაც შეუთავსებელი იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიზნებთან და გაართულებს მორიგი პროგრამის წარმატებით მიმოხილვას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე გვინდა ავღნიშნოთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი უკეთეს თავსებადობაში მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოზიციებთან, სრულად ასახავს ევროპის საუკეთესო პრაქტიკას, თანახმად ასოცირების დღის წესრიგისა, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთის მხრივ ძლიერდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, ხოლო მეორეს მხრივ საბანკო ზედამხედველობა რჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში. ეროვნულ ბანკს ეძლევა საშუალება უფრო ეფექტიანად განახორციელოს საბანკო ზედამხედველობის პოლიტიკა“,-განაცხადა აბაშიშვილმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)